1920 წლის 11 თებერვალს თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი ზდანოვიჩის ნაანდერძევი ტყვარჩელის მადნების საკითხი. გაირკვა, რომ ზდანოვიჩს ჰყავდა მოწილეები, რომლებიც ითხოვდნენ 40%-ს. გამგეობის წევრებმა გამოთქვეს მოსაზრება მოწილეებსთვის ტყვარჩელის მადნებიდან 20-30%-ის დათმობის შესახებ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28809 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28809]; წვდომის თარიღი: 2019-08-18