1920 წლის 21 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ მუზეუმის თანამშრომლებს ხელფასი 500 მანეთამდე გაუზარდა და რადგან საზიარო მსახურები ჰყავდათ, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასაც სთხოვა 1-ლი თებერვლიდან მათთვის ხელფასის მომატება.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28915 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28915]; წვდომის თარიღი: 2019-09-21