1922 წლის 16 ნოემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ბათუმის გაზეთების გაერთიანებულმა გამომცემლობამ გამგეობას საზოგადოების გამოცემულ ქართულ წიგნებზე ფასდაკლება სთხოვა. მათ სურდათ, ეს წიგნები აჭარაში გაევრცელებინათ. გამგეობამ უარი უთხრა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28929 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28929]; წვდომის თარიღი: 2019-08-20