1920 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება საზოგადოების განყოფილებების უმოქმედობის შესახებ. კარიჭაშვილის აზრით, საზოგადოების წესდების შეცვლამდე განყოფილებებს უნდა გაეგრძელებინათ საწევროს აკრეფა და გაემართათ წლიური კრებები შემოსავალ-გასავლის განსახილველად. თუ შემოსულ ფულს საქმეს თვითონ ვერ მოახმარდნენ, მთავარი გამგეობისთვის უნდა გაეგზავნათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 28954 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/28954]; წვდომის თარიღი: 2019-09-21