1922 წლის 23 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქართველ მოღვაწეთა პანთეონის საქმის მოწესრიგების საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, არჩეულიყო კომისია, რომელიც გადახედავდა ძველს და შეიმუშავებდა დაკრძალვის ახალ ინსტრუქციებს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29220 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29220]; წვდომის თარიღი: 2019-08-20