1922 წლის 7 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ხელოვანთა კავშირის კომიტეტის წინადადება – კავშირი საზოგადოებას მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის 25 წლის შემოქმედების აღსანიშნავად დაგეგმილ იუბილეში მონაწილეობას სთავაზობდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1922-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29225 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29225]; წვდომის თარიღი: 2019-08-20