1934 წლის 26 იანვარს ქრისტინე შარაშიძემ და იროდიონ სონღულაშვილმა გააფორმეს ოქმი, რომ ქრისტინე შარაშიძემ, როგორც საქართველოს მუზეუმის ბიბლოთეკის წარმომადგენელმა, იმავე მუზეუმის ხელოვნების განყოფილებისაგან ჩაიბარა 125 ძველი ქართული, ნაბეჭდი, წიგნი.

წყარო: ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნების ჩაბარების აქტი, წიგნების სიით. ხელმოწერილია ირ. სონღულაშვილისა და ქრ. შარაშიძის მიერ, 1934 | 26 იანვარი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2931 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2931]; წვდომის თარიღი: 2019-09-21