1920 წლის 12 ივნისს ლუბა ხუჭუამ სილიბისტრო ხუნდაძეს მისწერა, რომ მას 1918-1919 წლებში სამტრედიის სამკითხველოში მუშაობის დროს ჯამაგირი არ მიუღია. იგი ითხოვდა, 1920 წლის შრომის ანაზღაურების კანონის თანახმად, ჯამაგირი გაზრდილი რაოდენობით დაებრუნებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29370 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29370]; წვდომის თარიღი: 2019-06-27