1920 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წელს 35 წლის დამბლადაცემულ პედაგოგს, ივლიანე ნესტორის ძე გოგოლაშვილს ერთდროულ დახმარებად 3 000 მანეთი გადასცეს, ხოლო ყოველთვიური დახმარება 40-დან 100 მანეთამდე გაუზარდეს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29531 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29531]; წვდომის თარიღი: 2019-06-27