1920 წლის 24 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების მოსამსახურეთა თხოვნა ავანსად ერთი თვის ჯამაგირის მიცემის შესახებ. მათ სურდათ, ექვსი თვის განმავლობაში ხელფასიდან ყოველთვიურად ჩამოეჭრათ თანხა ავანსის დასაფარად. გამგეობამ გადაწყვიტა, მათთვის მაისის ხელფასის მხოლოდ ნახევარი მიეცა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29539 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29539]; წვდომის თარიღი: 2019-06-27