1920 წლის 10 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ანასტასია წერეთლის თხოვნა ვერის ბიბლიოთეკის გამგის, ნინო ენუქიძისთვის ჯამაგირის დანიშვნის შესახებ. მას ჯამაგირს, 1 500 მანეთს, ვერის გამრთობი საზოგადოება უხდიდა. გამგეობამ ანასტასია წერეთლის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29886 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29886]; წვდომის თარიღი: 2019-09-21