სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით: „ქართული ენა და ლიტერატურა“ და მას მიენიჭა უმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება.

წყარო: ქრისტინე შარაშიძის უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების დიპლომის ასლი, 1945 | 26 თებერვალი
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 2994 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/2994]; წვდომის თარიღი: 2019-08-21