1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ შეატყობინა, რომ რაღაც ხნის წინ მათთან ზუგდიდში იმყოფებოდა მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე, რომელსაც კეშილავამ სთხოვა ზუგდიდელებისთვის 30 ცალი ბიბლიოთეკის ინსტრუქციის გამოგზავნა. იმის მერე თითქმის თვე გასულიყო, ზუგდიდის განყოფილებას კი არც ინსტრუქციები და არც რამე ახსნა-განმარტების წერილი მიუღია მთავარი გამგეობისგან, არადა ზუგდიდელებს მეტად სჭირდებოდათ ეს ინსტრუქციები, რადგან ზუგდიდის მაზრის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად იხსნებოდა ბიბლიოთეკები. კეშილავა სთხოვდა ბურჯანაძეს წერილის მიღებისთნავე გამოეგზავნა ზუგდიდის განყოფილებისთვის ბიბლიოთეკების ინსტრუქციების 30 ნიმუში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29972 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29972]; წვდომის თარიღი: 2019-07-24