ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობისთვის 1914 წლის 16 მარტს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მაჩხაანის ფილიალის 1913 წლის შემოსავალი 403 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 377 მანეთსა და 88 კაპიკს, მონარჩენი თანხა (25 მან.,67კაპ.) წიგნების საწყობში იყო დაბანდებული (ხელს აწერენ: თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 29974 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/29974]; წვდომის თარიღი: 2019-07-24