1914 წლის 17 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის საგანგებო საერთო კრებაზე განიხილეს გამგეობის წევრთა – დიმიტრი გონაშვილისა და მიხეილ მატიაშვილის – სიტყვიერი განცხადება გამგეობის წევრობიდან გათავისუფლების შესახებ: რადგან ოჯახური გარემოებების გამო ისინი ვერ ახერხებდნენ სხდომებზე სისტემატურ დასწრებას, კრებამ დააკმაყოფილა ორივეს თხოვნა და გამგეობის ახალ წევრებად ერთხმად აირჩია: ალექსანდრა მიხეილის ასული მჭედლიშვილი, რაჟდენ იოსების ძე კიკილაშვილი, ბლაღოჩინი კირილე ღვთისავარიშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი (ოქმს ხელს აწერს განყოფილების თავმჯდომარე, მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილ).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30004 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30004]; წვდომის თარიღი: 2019-06-17