1914 წლის 15 მარტს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე სოკრატე კეშილავამ წაიკითხა გამგეობის მინდობილობით შედგენილი მოხსენება ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნის აუცილებლობაზე. კეშილავას მოხსენების შემდეგ კრებამ მოისმინა თბილისიდან მოწვეული სახალხო სკოლების ზედამხედველის, გრიგოლ ბურჭულაძის განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით. დამსწრეთ ერთხმად გადაწყვიტეს, ყოველი ღონე ეხმარათ, რომ მომავალი სექტემბრისთვის გაეხსნათ დაბა ზუგდიდში პირველი დაწყებითი სკოლა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30049 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30049]; წვდომის თარიღი: 2019-10-16