1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის გამგეობამ შეძლო სამყოფელი გამოენახა ადგილობრივი ბიბლიოთეკა-სამკითხველოსთვის: წელიწადში 48 მანეთად მოურიგდა მღვდლის – იოსებ ტუკუშაშვილის ქვრივს და მის სახლში ორი პატარა ოთახი ერთ ფართო სამკითხველოდ გადააკეთა (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია, გამგეობის წევრები: იაკობ მენთეშაშვილი, მღვდელი ეგნატე მენთეშაშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30086 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30086]; წვდომის თარიღი: 2019-07-19