ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30100

ფაქტი 30100

1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების გამგეობის 1918 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, გუდაუთის განყოფილების გამგეობა აპირებდა: ეთხოვა ქალაქისათვის მიწა-ადგილი სკოლის შენობისთვის, გაეხსნა სკოლის ბიბლიოთეკა, დაემატებინა მესამე განყოფილება და მოეწვია მეორე მასწავლებელი. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე ვარვარა პართენის ასული მასხულია და გამგეობის მდივანი ნადეჟდა რაჟდენის ასული გიგაუროვა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30100; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .