ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის ფილიალის 1915 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ განცდილი სირთულეების მიუხედავად, განყოფილება წევრთა შემომატების იმედით ეგებება 1916 წელს, რადგან საწევრო გადასახადი ერთ მანეთანდე შემცირდა. ამასთან, ქიზიყს ეზრდება ღირსეული ახალგაზრდობა, რომელიც მიხვდება, რომ ინტელიგენტობა კაცს მარტო სუფრის თავში დაჯდომას კი არ ავალებს, არამედ შრომასა და პატარა წვლილის შეტანას სამამულიშვილო საქმეში, ამიტომ გასართობად და საყოყლოჩინოდ არ ჩაეწერება ამ საზოგადოების წევრად (გამგეობის თავმჯდომარე – მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი – სოლომონ კურცხალია, მდივანი – ალექსანდრა მჭედლიშვილი).

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა სოფელ ქვემო მაჩხაანის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1913-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30195 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30195]; წვდომის თარიღი: 2019-07-24