ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ 1913 წლის 17 იანვარს განიხილა შალვა გოგებაშვილის დეკემბრის წერილი და დაადგინა: კიევში ბოლოს გაგზავნილი 100 მანეთი სწავლის დასამთავრებელ დახმარებად ჩასთვლოდა ადრესატს; ამავე მიზნით კიდევ 200 მანეთი გაეგზავნათ მისთვის და თანაც გაეფრთხილებინათ, რომ სწავლის დამთავრებისთვის მეტი თანხა აღარ მიეცემოდა.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30330 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30330]; წვდომის თარიღი: 2019-08-21