1912 წლის 12 ივნისს კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი ერთდროულად მიმართავს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადობის გამგეობასა და იაკობ გოგებაშვილის ანდერძის აღმასრულებლებს: სთხოვს გაითვალისწინონ მისი უმძიმესი ნივთიერი მდგომარეობა (სწავლამოწყურებულ უსახსრო სტუდენტს ცოლი და ოთხი შვილიც ჰყავს სარჩენი) და იაკობ გოგებაშვილის ხსოვნის პატივსაცემად მისი სახელობის სტიპენდია დაუნიშნონ.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30385 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30385]; წვდომის თარიღი: 2019-07-21