1920 წლის 30 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტერ ვასილ ედილაშვილის განცხადება თანაშემწის მიწვევის ან ზედმეტი სამუშაო საათებისთვის დამატებითი ჯილდოს დანიშვნის შესახებ. გამგეობამ მისთვის საღამოს საათებში მუშაობისთვის 1-ლი ნოემბრიდან 1-ლ იანვრამდე 5 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30445 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30445]; წვდომის თარიღი: 2019-09-21