კიევის კომერციული ინსტიტუტის სტუდენტის – იოსებ ირემაშვილის – 1912 წლის 12 ივნისის წერილიდან ირკვევა, რომ იაკობ გოგებაშვილი მამობრივ მზრუნველობას არ აკლებდა მას (ისევე, როგორც ძმისწულ შალვას) და ყოველთვიურად 10 მანეთს უგზავნიდა ერთი წლის განმავლობაში, გარდაცვალების წინ კი 300 მანეთის დახმარება აღუთქვა სიტყვიერად, თუმცა ხელმოწერით დამტკიცება ვეღარ მოასწრო. საჭიროების შემთხვევაში იოსების ნათქვამის დადასტურება შეეძლო შალვა გოგებაშვილს, როგორც ბიძის დაპირების მოწმეს.

წყარო: სხვადასხვა პირთა განცხადებები იაკობ გოგებაშვილის ფონდიდან სტიპენდიის დანიშვნისა და გაცემის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30459 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30459]; წვდომის თარიღი: 2019-07-21