1916 წლის 19 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ადგილობრივი ქართული სკოლის მასწავლებელი დოროთე უჩანეიშვილი სამუშაო გადაეყვანათ ისეთ სკოლაში, სადაც გამოცდილი პედაგოგიც იმუშავებდა და ისეთ მხარეში, რომლის ჰაერიც ხელს შეუწყობდა მის გამოჯანმრთელებას.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30516 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30516]; წვდომის თარიღი: 2019-07-24