1921 წლის 21 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ დავით კარიჭაშვილმა ოლღა ჭავჭავაძის მომვლელ ქალზე – მარიამ ლავრენტის ასულ ლუკიანოვაზე გასცა ცნობა, რომლითაც მას სოციალური უზრუნველყოფის კომისარიატიდან ოლღა ჭავჭავაძისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი უნდა აეღო.

წყარო: მიწერ - მოწერა გამგეობის წევრებთან, მოხსენებები და შუამდგომლობანი ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა ჭავჭავაძის თვის პენსიის დანიშვნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30667 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30667]; წვდომის თარიღი: 2019-08-25