1924 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სახელით იასონ ლორთქიფანიძე საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის განათლების კომისარს ოლღა ჭავჭავაძისთვის ილია ჭავჭავაძის წიგნების საფასურის( სახელმწიფო გამომცემლობას წაღებული ჰქონდა 5000 ეგზემპლარი. „განდეგილი“ – 1000, „კაკო ყაჩაღი“ – 1000, „ოთარაანთ ქვრივი“ – 1000, „სარჩობელაზედ“ – 2000. სულ 1000 მანეთის ღირებულების.) საკომისიოს – 20 პროცენტს სთხოვდა.

წყარო: მიწერ - მოწერა გამგეობის წევრებთან, მოხსენებები და შუამდგომლობანი ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა ჭავჭავაძის თვის პენსიის დანიშვნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30676 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30676]; წვდომის თარიღი: 2019-10-14