ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30738

ფაქტი 30738

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1914 წელს დეპეშების შესაძენად დაიხარჯა 4 მანეთი 50 კაპიკი, მოსაწვევების შესაძენად − 1 მანეთი 70 კაპიკი, ანგარიშის დაბეჭდვა 9 მანეთი დაჯდა, ღერბიანი მარკები − 4 მანეთი 50 კაპიკი, გაზეთების გამოწერა − 26 მანეთი 25 კაპიკი, სოფლის სამკითხველოებისათვის წიგნების დაბეჭდვა − 5 მანეთი, ფოსტის ხარჯებმა 4 მანეთი 37 კაპიკი შეადგინა, საკანცელარიო ხარჯებმა − 37 მანეთი, წვრილმანმა ხარჯებმა − 4 მანეთი. სულ 1915 წელს განყოფილებამ დახარჯა 65 მანეთი და 22 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30738; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .