1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 583 მანეთი. წლის განმავლობაში, 1913 წლიდან დარჩენილი საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 45 მანეთი, 1914 წლის საწევროს სახით − 275 მანეთი, 1914 წელს დაგროვებული თანხის პროცენტის სახით − 59 მანეთი, სეირნობიდან − 709 მანეთი და 50 კაპიკი. სულ 1914 წელს განყოფილების სალაროში შევიდა 1688 მანეთი და 82 კაპიკი. დოკუმენტს ხელს აწერენ განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი ბაგრატ უგულავა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30739 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30739]; წვდომის თარიღი: 2019-07-24