ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30741

ფაქტი 30741

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1915 წლის განმავლობაში გამგეობას განზრახული ჰქონდა განყოფილებაში წევრთა შემომატება, წარმოდგენების, სეირნობის და სხვა ღონისძიებების გამართვა და ამით განყოფილების შემოსავლის გაზრდა, წიგნსაცავ-სამკითხველოების გახსნა ყულიშკარში, ცაიშში და სხვა ადგილებში და უპირველეს ყოვლისა სკოლის შენობისთვის საჭირო ტერიტორიის შესაძენად თანხების მოძიება. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30741; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .