1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1915 წლის ანგარიშისა და კრებისთვის მოსაწვევი ბარათების დაბეჭვდა 20 მანეთი დაჯდებოდა, კანცელარიისთვის კარადის შეძენა − 15 მანეთი, დეპეშები − 10 მანეთი, ღერბის მარკები − 10 მანეთი, სკოლის შენახვა − 500 მანეთი, სამკითხველოსათვის ნივთიერი დახმარება − 100 მანეთი, მოულოდნელი ხარჯებისთვის უნდა გადაედოთ 45 მანეთი. სულ, 1915 წელს სავარაუდოდ საჭირო იყო 700 მანეთი. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მისი ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, მდივანი ივანე ოსიძე და წევრები: კატო კედია, მარიამ ჟორდანია, ბაგრატ უგულავა და მიხეილ პატარაია.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30750 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30750]; წვდომის თარიღი: 2019-07-24