1917 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის სხდომაზე შეადგინეს ომისგან დაზარალებული ბავშვების თავშესაფარში 10 ბავშვის შენახვის სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა. მთავარ გამგეობას ამ ხარჯებისთვის წელიწადში 4 500 მანეთი ტატიანას კომიტეტისგან უნდა მიეღო. სავარაუდო ხარჯთაღრიცხვამ 4 500 მანეთს გადააჭარბა. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს სთხოვა, აღნიშნული ანგარიში მთავარი გამგეობისთვის გაეგზავნა იმ იმედით, რომ ის ტატიანას კომიტეტისგან დამატებითი ხარჯისთვის კრედიტს მოითხოვდა.

წყარო: მიწერ-მოწერა საზოგადოების ბათუმის განყოფილებასთან და მოხსენება-ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1916-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30756 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30756]; წვდომის თარიღი: 2019-07-24