1918 წლის 19 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის დასკვნა გერმანელებთან ხელშეკრულების პროექტის _ ბზიფის ტყეების შესახებ და ალფრედ ბონარდის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტი _ გერმანელებთან ბზიფის ტყეების ექსპლუატაციის შესახებ უარყვეს, რაც ეცნობა საქართველოს წარმომადგენელს ბერლინში _ აკაკი ჩხენკელს.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3093 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3093]; წვდომის თარიღი: 2019-06-26