1914 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავას ურჩია, აეხსნა გუბერნატორისთვის დაბა ზუგდიდში გასახსნელი ბიბლიოთეკისთვის ლეონიდეს სახელის მინიჭების მიზეზი. კერძოდ, ის რომ, ლეონიდემ შესწირა ბიბლიოთეკას 100 მანეთი. თუმცა, ბურჯანაძის აზრით, ზუგდიდელებს ეს საკითხი ლეონიდესთანაც უნდა შეეთანხმებინათ, თანახმა იყო თუ არა ის. ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკაში სავარაუდოდ უფრო მეტად სასულიერო შინაარსის წიგნები უნდა ყოფილიყო, რაც ნაკლებად შეეფერებოდა სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს. მაშინ, ბურჯანაძის აზრით, აჯობებდა ბიბლიოთეკისთვის იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლის ან ილია ჭავჭავაძის სახელი მიენიჭებინათ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31051 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31051]; წვდომის თარიღი: 2019-08-25