1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ აუწყა, რომ განყოფილებამ ვერ მოახერხა ზუგდიდის ბიბლიოთეკის გარდა სხვა სამკითხველოების ანგარიშების მთავარი გამგეობისთვის მიწოდება, თუმცა მას არაერთხელ მოუთხოვია ბიბლიოთეკებისთვის წლიური ანგარიშის წარდგენა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31073 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31073]; წვდომის თარიღი: 2019-08-21