1918 წლის 24 ოქტომბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს სამხედრო მინისტრ გრიგოლ გიორგაძის მოხსენება ჯარისკაცთა ფორმისა და ოფიცერთა პაგონების შესახებ. დაადგინეს: ა) ნება მიეცეს მინისტრს, შემოიღოს ჯარში ქუდისთვის კოკარდა სამფერიანი საქართველოს დროშის გამომხატველი. ბ) ოფიცერთა ძველრუსულ პაგონებს დაეწეროს ასოები: ქ. ლ. _ ქართული ლაშქარი. გ) არაქართული ლაშქრის ოფიცრებს, გარდა გერმანელებისა და ავსტრიელებისა, აეკრძალოთ რაიმე პაგონის ტარება.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3131 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3131]; წვდომის თარიღი: 2019-09-15