1918 წლის 12 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს იუსტიციის მინისტრის მოხსენება გაგრის კლიმატური სადგურის მიმღებ ხელაძის, გაგრის მილიციის უფროს დგებუაძისა და მილიციონერების – სვანიძისა და ჯიქიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ სამართალში მიცემით. დაადგინეს, საჭიროების მიხედვით თანამდებობის პირი გადააყენოს იუსტიციის სამინისტრომ სათანადო უწყებასთან შეთანხმებით.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გზათა სამინისტროს საერთო განყოფილება. მთავრობის სხდომის ჟურნალები | ფონდი 1881 | ანაწერი 1 | საქმე 14
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3204 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3204]; წვდომის თარიღი: 2019-07-18