1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ქუთაისის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის სარევიზიო მოხსენება და სთხოვა მათ, რომ შემოსავალ-გასავლის ანგარიში ეწარმოებინათ დადგენილი წესების მიხედვით; გადაეხადათ საპროცენტო გადასახადი, რომელიც დაარსების დღიდან არ გადაუხდიათ და გაეუმჯობესებინათ ბიბლიოთეკა-სამკითხველოების საქმე. ხელს აწერს მთავარი გამგეობის მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ქუთაისის განყოფილებასთან | 1916-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32142 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32142]; წვდომის თარიღი: 2019-09-20