1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დეპუტაციის წევრებს – ანასტასია მიხეილის ასულ თუმანიშვილი-წერეთლისას, დიმიტრი ესტატეს ძე ჩოლოყაშვილს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს, იოსებ ალექსანდრეს ძე ბარათაშვილს, არსენ ანტონის ძე მამულაიშვილს, ნიკიტა მალაქიას ძე თალაქვაძეს, პეტრე პავლეს ძე გელეიშვილს, პეტრე ბესარიონის ძე კიზირიასა და გიორგი ბეჟანის ძე გვაზავას – დაევალათ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგისთვის ეთხოვათ დარჩენილიყო საზოგადოების თავმჯდომარედ.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმები | 1915-1915
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32164 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32164]; წვდომის თარიღი: 2019-09-17