1920 წლის 11 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის განცხადებით, 15 რწმუნებლის მიერ ხელმოწერილ განცხადებას რწმუნებულთა საზოგადო კრების მოწვევის შესახებ ერთ-ერთმა რწმუნებულმა წერილობით უარყო ხელმოწერა, მიუხედავად ამისა გამგეობამ თანხმობა განაცხადა კრების ჩატარებისა, რომელიც 21 ნოემბერს საღამოს 7 საათზე საზოგადოების კანცელარიაში გაიმართებოდა და მოუწოდა ყველა რწმუნებულს დასწრებოდნენ კრებას და განეხილათ მათ მიერ წარმოდგენილი საკითხები. ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრების ოქმები და გამგეობის მოხსენებები | 1920-1920
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32189 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32189]; წვდომის თარიღი: 2019-09-20