1917 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ ერზერუმის განყოფილებას წერილობით აცნობა, რომ დროებით, ნორმალური პირობების დამყარებამდე გადადეს განყოფილების გახსნის საკითხი. ასევე სთხოვეს გამოეგზავნათ შეგროვილი თანხა მთავარი გამგეობისთვის.

წყარო: მიწერ-მოწერა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებთან და დადგენილება ერზერუმში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32194 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32194]; წვდომის თარიღი: 2019-09-20