1919 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წიგნების მაღაზიის პასუხისმგებელმა პირმა მინა კოპალეიშვილმა წერილობით აუწყა ვარლამ ბურჯანაძეს მის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ, რომლის მეშვეობითაც მოახერხა მაღაზიის ამუშავება, განვითარება და წიგნების გავრცელება. ასევე სთხოვა, რომ მაღაზიის ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცათ მისთვის კუთვნილი ჯამაგირი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სამტრედიის განყოფილებასთან და მოხსენებები განყოფილების მუშაობისა და ლიკვიდაციის შესახებ | 1916-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32231 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32231]; წვდომის თარიღი: 2019-12-11