ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32597

ფაქტი 32597

1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თვითმმართველობის დროს: 1) ადგილობრივ საქმეებს ადგილობრივ სასამართლოში განიხილავენ, რაზეც დამყარებულია ადგილობრივთა პატივის, ღირსებისა და ქონების მფარველობა და ხელშეუხებლობა; 2) უმაღლესი მთავრობის მიერ დაწესებულ გადასახადებს თანაბრად და სამართლიანად ანაწილებენ მოსახლეობაზე; 3) ადგილობრივი გამგეობა ადგენს გადასახადების რაოდენობას; 4) შესაძლებელია ახალი კანონების დაწესება, რომელიც არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საყოველთაო კანონს; 5) შესაძლებელია დაწყებითი სკოლის დაარსება და თავისუფლად მართვა და კიდევ მრავალი სასიკეთო საქმის განხორციელება ადგილობრივთა ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

წელი:
1877
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ავტორობა
წყარო:
ივერია, 1877 | 7 აპრილი

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32597; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .