1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პედაგოგი კუშინსკის თქმით სასულიერო სემინარიაში მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ ქართულად ესწავლათ საეკლესიო გალობა. აქვე დართულია რედაქციის პასუხი, რომ როცა სემინარიაში ქართული ენის პედაგოგი არ ჰყავდათ, როგორ შეასწავლიდნენ მოსწავლეებს საეკლესიო გალობას ქართულად.

წყარო: ივერია, 1877 | 7 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32635 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32635]; წვდომის თარიღი: 2019-10-14