1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ავსტრიის სლავები, რომლებიც გერმანიის მეზობლად ცხოვრობდნენ ძალინ წუხდნენ თავიანთ ბედზე, რადგან თავად გერმანია ტერიტორიის გაფართოებისთვის იბრძოდა. სლავები, სახელდობრ ჩეხები კი ცდილობდნენ პრუსიასთან დამეგობრებას, რაც მათი აზრით ავსტრიას შეაშინებდა, გერმანიისთვის ეს ამბავი მეტად სასიხარულო იყო, მაგრამ ჩეხეთის ახალმა თაობამ დაგმო ძველი თაობის ინიციატივა და მას უგუნური გადაწყვეტილება უწოდა.

წყარო: ივერია, 1877 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32650 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32650]; წვდომის თარიღი: 2019-10-14