1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ბერლინში, ისე როგორც ევროპის სხვა დიდ ქალაქებში, სამუშაოს არ ქონის გამო მოსახლეობაში დიდი არეულობა და უკმაყოფილება იყო. ბერლინში რამდენჯერმე შეიკრიბა მშიერ-მწყურვალი ხალხი, რომლებიც სამუშაოს ითხოვდნენ.

წყარო: ივერია, 1877 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32651 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32651]; წვდომის თარიღი: 2019-10-14