1877 წლის 2 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთს უსამართლო მმართველობის ქვეშ მყოფი მოსახლეობის სახით სახელმწიფოს შიდა, ყველაზე საშიში მტერი ჰყავდა, კერძოდ სლავები, რომლებიც დამარცხების მიუხედავად მეორე დღესვე იარაღს იღებდნენ ხელში, ამიტომ მუდმივი მტრობის თავიდან ასაცილებლად რაც სახელმწიფო ხაზინისთვისაც დიდი ზარალი იყო, ოსმალეთის მმართველობამ კონსტიტუციის შემოღება გადაწყვიტა, რაც მოსახლეობას უფლებას აძლევდა მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო კანონმდებლობის მიღებაში, ფინანსური და სამხედრო საკითხების წარმოებაში. თუმცა, სხვა სახელმწიფოების მაგალითზე, კონსტიტუციის არსებობის მიუხედავად ხალხი ისევ ისეთ გაჭირვებაში და უსამართლობაში ცხოვრობდა.

წყარო: ივერია, 1877 | 2 აპრილი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32660 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32660]; წვდომის თარიღი: 2019-10-14