1877 წლის 3 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოქვეყნდა განცხადება, რომ მარტიდან გამოდის თბილისში ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“. დამტკიცებული პროგრამა რედაქციას ნებას აძლევს იქონიოს გაზეთში შემდეგი განყოფილებანი: 1) წინასიტყვაობა, რომელშიც გამოითქმება რედაქციის აზრი საზოგადო ცხოვრებისა და სხვადასხვა თემის შესახებ, 2) საქართველო: განხილვა ყოველგვარი თემისა მთავრობისა თუ საზოგადოების ცხოვრების შესახებ, 3) რუსეთი: განხილვა ყოველგვარი თემისა, რაც რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასა და საზოგადოების ცხოვრებას შეეხება, 4) უცხოეთი: განხილვა საზოგადო პოლიტიკისა, უცხო ქვეყნების სახელმწიფო წარმოებასა და საზოგადოების ცხოვრებისა.

წყარო: ივერია, 1877 | 3 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32701 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32701]; წვდომის თარიღი: 2019-10-17