1877 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „თბილისის უწყებებში“ გამოქვეყნებული წერილი, რომელშიც პედაგოგებმა თავიანთი აზრი დააფიქსირეს განათლების საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთმა წერილმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, არა მარტო მოსახლეობისა, არამედ მმართველი პირებისა. ამ წერილის მთავარი აზრი იყო, რომ განთლების წყობილება, რომელიც პირველადი ცოდნის მისაღებად დედა ენის შესწავლას უარყოფდა, ამით ახალ თაობას ჩაგრავდა და ახშობდა მათ განვითარებას, ამდაბლებდა და სიღარიბისკენ მიჰყავდა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებლები მშვენივრად იყვნენ მოწყობილნი და გამართულნი, საჭირო განათლებას ვერ აძლევდნენ მომავალ თაობას.

წყარო: ივერია, 1877 | 10 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32716 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32716]; წვდომის თარიღი: 2019-09-18