1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების 25-ე მუხლის მიხედვით მთავარი გამგეობის სხდომა ჩაითვლება კანონიერად, თუ დაესწრო წევრთა ნახევარზე მეტი. იმ შემთხვევაში თუ თავმჯდომარე და მისი ამხანაგი სხდომას არ დაესწრო, მათ მაგივრად სხდომას უხელმძღვანელებს დამსწრეთა მიერ არჩეული წევრი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა საერთო კრების ოქმები; გამგეობისა და სარევიზიო კომისიის საანგარიშო მოხსენებები | 1921-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32786 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32786]; წვდომის თარიღი: 2019-08-20