1877 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ იყიდებოდა ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები, შექსპირის „მეფე ლირი“ და ზურაბ ნაზარის ძე ანტონოვის თზულებანი შემდეგ მისამართებზე: თბილისში, გრიქუროვის წიგნის მაღაზიებსა და „ივერიის“რედაქციაში; ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში; გორში, ფარნაოზ ნათიევისას და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას.

წყარო: ივერია, 1877 | 10 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32841 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32841]; წვდომის თარიღი: 2019-10-23